დამპყრობლის ნარატივი საქართველოში

9 ნოემბერი 2015 Shadow

წყარო: GeorgianReview.ge

ავტორი: გიორგი მოლოდინი

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ნორმალიზაციის პოლიტიკას მოსკოვმა საინფორმაციო-პროპაგანდისტული კონცეპტის ტაქტიკური გადაწყობით უპასუხა – დღის წესრიგიდან მოიხსნა საქართველოს, როგორც აგრესორი ქვეყნისა და „არაკომპეტენტური სუვერენიტეტის“ სტატუსით დისკრედიტაციის თემა. არაკომპეტენტური სუვერენიტეტის ცნება პოლიტიკურ მეცნიერებაში დაახლოებით 70-იანი წლებიდან ჩნდება და არშემდგარი სახელმწიფოს აღმნიშვნელია. მიიჩნევა, რომ მსგავსი სტატუსის სახელმწიფოები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მეზობელ ქვეყნებს. ამ მიზეზით მათ „საშინაო საქმეებში ჩარევა“ საერთაშორისო სამართლით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ არც გამოირიცხება.

 რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის, „რბილი ძალის“ მთავარ სამიზნედ „ქართველი ხალხი“ იქცა და აქტიურად შეუდგა საქართველოში, 2008 წლის სამხედრო აგრესიის გამართლებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი „დასავლეთმა აიძულა“. თუმცა, თავის მართლებასა და საინფორმაციო ველში აგრესიული რიტორიკის შერბილებას ხელი არ შეუშლია ოკუპირებული რეგიონებში ფედერაციის ინტეგრირების ხარისხის ზრდისთვის. რაც მთავარია, მოსკოვს უარი არ უთქვამს ქართული საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის შექმნილი სტრატეგიული ნარატივის კორექტირებაზერომელიც შემდეგ დებულებებს მოიცავს.

• მართლმადიდებლური ეკლესია საჭიროებს დაცვას და ეს არის რუსეთის მოვალეობა და ღირსების საქმეც;

• მართლმადიდებლობა არის ხიდი ქართველ და რუს ხალხებს შორის, რომლის დაწვასაც აქტიურად ცდილობს აშშ და მისი მოკავშირე სახელმწიფოები ევროპაში.

• „კოლექტიური ქართველის“ ნაციონალური იდენტობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის კალთის ქვეშ;

• ამ გზაზე რუსეთი თავს იცავს დასავლეთისგან, რომელიც პერიოდულად აიძულებს პროვოკაციებში მონაწილეობას.“

• დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება, რაც საქართველოსა და რუსეთის "სულიერი საკვებია" ;

უკვე     წლებია,   რაც   აღნიშნული   სტრატეგიული   ნარატივი   შემდეგ   ჩარჩო-კონცეფციას  ეფუძნება:

• დასავლეთი (აშშ) ვერ იცავს თავის მოკავშირეებს და მასთან მეგობრობა არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს;

• ქართველი ხალხისთვის „დასავლეთთან მეგობრობა“ არის საფრთხის შემცველი;

• ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია;

• საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის არ არის მატერიალური კეთილდღეობის გარანტია, პირიქით;

• ნატო – კავშირი, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაგრძელებასა და საბოლოოდ ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლას გამოიწვევს;

• ევრაზიული კავშირი – ორგანიზაცია, რომელშიც საქართველოს გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს გადაწყვეტს;

• რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო / მას შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა;

• ევრაზიული კავშირი – სივრცე, სადაც შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი;

საინფორმაციო გარემოზე ზედაპირული დაკვირვებითაც აშკარად ჩანსრომ საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებამ და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გზაზე გაჩენილმა ახალმა იმპულსებმასაქართველოს მიმართ რუსეთის სტრატეგიული ნარატივის ჩარჩო-კონცეფციაში  ცვლილებები  შეიტანა.

 

• აღნიშნული ცვლილებების მიზანი სიტუაციის შემდეგნაირად განვითარებაა:

• საქართველოში, საზოგადოების მიერ რუსეთთან დიალოგის წამოწყების მოთხოვნა;

• საქართველოს ხელისუფლების მიერ თამამი ნაბიჯების გადადგმისა და საკუთარი ხალხის მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხის გაცემის აუცილებლობა;

• „დასავლეთის“ მიერ საქართველოს შეიარაღების გაგრძელება;

• სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობის  ქართულ  მხარეზე დაკისრება;

• ორი ქვეყნის ურთიერთობების მოფრთხილებასა და არ გაწირვაზე საუბარი

• ალტერნატიული ენერგო დერეფნის სტატუსის გამოუყენებლობის წარმოჩენა საქართველოს უსაფრთხოებისთვის

• კიდევ უფრო მეტის დაკარგვის საშიშროება 

კონცეპტი: "შერიგება"

კონტექსტი: "დიალოგს ალტერნატივა არ აქვს"

 რუსეთის სტრატეგიულ ნარატივსა და მის ჩარჩო-კონცეფციაზეა აგებული რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების მთელი კასკადი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ქვეყნის შიგნით და საქართველოში უკვე კარგად აწყობილი საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხები და მათი ინფრასტრუქტურა, რომელიც პერიოდულად საშინაო დავალებებით იკვებება:

• „თბილისში მოქმედებს ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების ნორმალიზებას რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ისინი არიან პროვოკატორები“ – იგორ კარასინი

• „თბილისში მოქმედებს ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების ნორმალიზებას რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ისინი არიან პროვოკატორები“ – იგორ კარასინი

• "აღმოსავლეთის პარტნიორობას" რუსეთი "ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ" ნაწილში გადაყავს -ენდრიუ სუზდალცევი

• "აღმოსავლეთის პარტნიორობა" მიჩნეულია როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დის-ინტეგრაციის ხელშემწყობი მექანიზმი " -საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიების ცენტრის დირექტორი- არსენი სივიცკი "

• "ნატოს გამოჩენა საქართველოში გაზრდის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას "- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

     ზემოაღნიშნული გზავნილები, პრორუსული მედიის მიერ უკვე დაყოფილია როგორც „საშინაო დავალება“ შესაბამის თემებად, კიდევ უფრო ვიწრო გზავნილებად, რომლებიც, თავის მხრივ, ფსიქოლოგიური ოპერაციებითა გამყარებული:

ე.წ. „საზღვრების გადმოწევა“ და სამხედრო წვრთნები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში

საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სინქრონიზირებული პოლიტიკის სამიზნე არის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისე ფორმირება, რომ „მეტის დაკარგვის“ შიშით სტრატეგიული ნარატივის და კონტექსტს დაეთანხმება, რომელიც აუცილებელს გახდის შერიგებას და დიალოგს.

ამ გზით, საქართველოს ხელისუფლებას კრემლი არაორაზროვნად უყენებს პირობას, რომ ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯი გადადგმული დასავლეთისკენ იქნება პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული „კიდევ უფრო მეტის დაკარგვასთან“.

ამ გზაზე კრემლი ტაქტიკური მიზნები, მოკლევადიან პერსპექტივაში, ასეთია:

• მაქსიმალურად ღრმად ჩაითრიოს ქართული მხარე და მიაბას დიალოგის არსებულ და მისთვის ყველაზე კომფორტულ, ორმხრივ ფორმატს;

• დიალოგის შენარჩუნებით რუსული მხარე ცდილობს მოიგოს დრო ყველა შემდეგი ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვისთვის;

• საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების დახმარებით, მოსახლეობის თვალში, ხელისუფლება დაყოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე ჯგუფებად;

• არ დაუშვას ერთიანი სამთავრობო ნარატივის შექმნა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გზაზე;

 დამპყრობლის ვარაუდები:

ნავარაუდებია, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი კრემლმა უკვე „დაალაგა“. ახლა კრემლმა მიზანში ამოიღო ხელისუფლება. რუსეთს სურს მთავრობა აიძულოს დაემორჩილოს „ამომრჩევლის სურვილს“, რომელსაც „ეშინია უფრო მეტის დაკარგვის“ და „ გააჩნია დიალოგის სურვილი“.  

სავარაუდოდ, ბოლო დროინდელი განცხადებები საქართველო-ნატოს თანამშრომლობის შესახებ გახდება ე.წ. „შერბილებული“ შინაარსის ცვლილების მიზეზი რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების მხრიდან. მოსალოდნელია არსებული რუსული ნარატივის ძირითადი კონცეპტის ჩანაცვლება უფრო აგრესიულით. არსებული რუსული ნარატივი დიდი ალბათობით დაეფუძნება ახალ სტრატეგიას, რომელშიც საქართველოს კვლავ დაადანაშაულებენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შანსის ხელიდან გაშვება; რუსეთის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების ძირითად სამიზნედ დარჩება საზოგადოება, იმ იმედით, რომ  გაჩნდება კითხვები საქართველოს დასავლეთთან პარტნიორობის შედეგიანობასთან  დაკავშირებით.